მადათოვი
About This Book
XIX საუკუნის თბილისის კოლორიტული სურათები; მადათოვის კუნძულზე ნაპოვნი თბილისელი მამათმავლის გვამი – მკვლელობა, რომლის გამოძიებაც მრავალი დაფარული საქმის კვალს ააშკარავებს; უამრავი გამოგონილი თუ ისტორიულ-ლიტერატურული პერსონაჟი; პაროდია, იუმორი, ირონია, მწერლის საოცრად მრავალფეროვანი ენა; და ბოლოს - სრულიად ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც ხვდები, რომ მადათოვის ოცდაათწლიანი ისტორია XXI საუკუნეში შექმნილი კომპიუტერული თამაში ”მეჯიქ პოლისი” ყოფილა. მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი რომანები: ”გადაფრენა მადათოვზე და უკან”, ”გაქრები მადათოვზე” და ”ვეშაპი მადათოვზე” 1998-2004 წლებში ცალ-ცალკე გამოიცა და თითოეულმა მათგანმა მაშინვე მოიპოვა თვით ყველაზე პრეტენზიული კრიტიკოსების აღიარება. მას პროფესიონალი ლიტერატორები და გემოვნებიანი ლიტერატურის მოყვარულები ერთხმად ასახელებენ საეტაპო ნაწარმოებად და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ რომანად. ამჯერად სამივე რომანს ერთად, ტრილოგიის სახით გთავაზობთ.
Reviews
0.0
/ 10
☆☆☆☆☆
☆☆☆☆☆
0 ratings · 0 reader reviews
Have you read this book?
Share your experience with readers around the world.
▱
No reviews yet
Be the first to review this book.